გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოწედ ახალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
ამ ეტაპზე, შესაბამისი სამუშაოები გლდანულას N2-2ა კორპუსებთან დასრულდა. შეიცვალა ლითონის დაზიანებული მავთულ-ბადეები, დაიგო ხელოვნური ბალახის ახალი საფარი და შეიცვალა სხვა საჭირო ინვენტარი. სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის ჯამში, 57 846 ლარი დაიხარჯება.