გლდანის რაიონში კიდევ ერთი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, რაიონში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის მესამე მიკრორაიონის N72 კორპუსთან დასრულდა.
„შეიცვალა დაზიანებული ლითონის მავთულ-ბადეები, დაიგო ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და რეაბილიტირდა ყველა სხვა საჭირო ინვენტარი. სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის ჯამში, 47 5010 ლარამდე დაიხარჯა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.