კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი თბილისში – მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

დედაქალაქში ახალი სპორტული ინფრაქსტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს, უფრო ზუსტად სპორტული კომპლექსი მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში შენდება. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით სპორტულ ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებულია სასტუმროც, ვარჯიშის პერიოდში გუნდების განთავსების მიზნით.

კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი თბილისში – მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი თბილისში – მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი თბილისში – მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი თბილისში – მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი თბილისში – მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

„მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება. ეს არის სპორტული კომპლექსი. ამ პროექტის ფარგლებში ერთი სრულყოფილი საფეხბურთო მოედანი, საკალათბურთო მოედანი, ასევე პადელის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. გარდა ამისა, აქ 45 ადამიანზე გათვლილი სასტუმრო განთავსდება, სადაც შესაძლებელი იქნება სავარჯიშო პერიოდის გატარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გუნდებისთვის. პროექტი 2025 წლისთვის დასრულდება და მის განსახორციელებლად დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ უწყების ცნობით, მოედნები საერთაშორისო სტანდარტით მოეწყობა. პროექტი ასევე ითვალისწინებს 230 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, ტექნიკურ შენობის და საპარკინგე სივრცის მშენებლობას. სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.