თბილისის უბნებში ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ეწყობა ძველს კი რეაბილიტაცია უტარდება
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის მე-10 კვარტლის, N32 კორპუსის მიმდებარედ, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია- კეთილმოწყობა გრძელდება. ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამჯერად, საფეხბურთო სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა. პროექტის ფარგლებში, 1 000 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი დაიგო და მოედნის ინფრასტრუქტურა განახლდა. ასევე, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტრიბუნა. ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, N31 კორპუსის მიმდებარედ კი, კალათბურთის მოედანი მოეწყო. 630 კვ.მ ფართობზე ხელოვნური წითელი საფარი დაიგო და მოედნის ინფრასტრუქტურა განახლდა. ასევე, დამონტაჟდა კალათბურთის ორი ფარი. ხოლო ლოტკინზე, ფირცხალავას ქუჩის N64-ის მიმდებარედ, კომბინირებული მოედანი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, 567 კვ.მ ფართობზე ხელოვნური მწვანე საფარი დაიგო, კალათბურთის ორი
ფარი დამონტაჟდა და სპეციალური ბადით გადაიხურა.
ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 366 772 ლარი დაიხარჯა.