როდემდე შენარჩუნდება გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რიკოთზე

საქმე ის არის, რომ აპრილიდან რიკოთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი მოძრაობს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდეა დაშვებული.

როდემდე შენარჩუნდება გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რიკოთზე

“სპეციალისტების დაკვირვებისა და ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ნაპრალების ზრდა და მეწყრული პროცესის გააქტიურების რისკები, რის გამოც დაიგეგმა კვლევები და შემუშავდა გზაზე გადაადგილების ისეთი რეჟიმი, რომელიც, მეწყრული პროცესების გააქტიურების პირობებში, დაუყოვნებლივ რეაგირებას და შესაძლო საფრთხის შემცირებას უზრუნველყოფდა. დაიწყო შესაბამისი კვლევები და პარალელურად, აღნიშნულ უბანთან გაფართოვდა გზა იმისთვის, რომ გაორმაგებულიყო ე.წ. მიწის დამგროვებელი. ამასთან, დაწესდა 24-საათიანი მონიტორინგი, რომელიც დღესაც გრძელდება.

დღეის მდგომარეობით, ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების ჩართულობით, დასრულებულია ტოპოგრაფიული, გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები და შემუშავებულია ფერდის გამაგრების პროექტი. უახლოეს მომავალში დაიწყება სამუშაოებიც. დაწესებული სპეციალური რეჟიმი უკვე შემსუბუქდა და მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობის პერიოდი 3 საათით გაიზარდა. სპეციალური რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაც, სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად გადაწყდება.

მოცემულ ეტაპზე დაწესებული სპეციალური რეჟიმი მაქსიმალურად უზრუნველყოფილია ავტოტრანსპორტის გადაადგილების უსაფრთხოება. ზედამხედველობას ვახორციელებთ 24 საათის განმავლობაში.” აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.