რუსთავის გზატკეცილზე “სოკარის” ახალი, მულტიფუნქციური კომპლექსი გაიხსნა
„სოკარის“ ახალ კომპლექსში კაფე-მარკეტი „ვეი მარტიც“ გაიხსნა. მარკეტის ეს ფილიალი განახლებული კონცეფციითაა წარმოდგენილი.
ახალი კომპლექსში დამონტაჟებულია ელექტრომობილების დამტენებიც. ავტოგასამართ სადგურზე მოხვედრა ორი გზით შეიძლება – რუსთავის გზატკეცილიდან და მეორადი გზიდანაც.
გარდა რუსთავის გზატკეცილისა, „სოკარს“ საქართველოს მასშტაბით სხვა მულტიფუნქციური ფილიალებიც აქვს. „სოკარის“ მულტიფუნქციური კომპლექსები მდებარეობს თერჯოლაში, ურბნისსა და თბილისის შემოვლით გზაზე, მარტყოფში. კომპლექსებში გაერთიანებულია მაღაზიები და კვების სხვადასხვა ობიექტი.