თბილისის პირველი საჯარო სკოლის წინ აქცია გაიმართა, რომელიც გუშინ მარნეულში სასტიკად მოკლული ძაღლის ამბავს აპროტესტებდა
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ მთელი ქვეყანა მოიცვა, თუმცა მისი სიმძიმიდან გამომდინარე ამ კადრებს არ გთავაზობთ, რადგან რთული სანახავია. კადრებში ჩანს, როგორ უმოწყალოდ სცემს მამაკაცი ძაღლს. დღეს გავრცელებულ ვიდეოზე გამოძიება დაიწყო.
ცოტა ხნიის წიინ თბილისის პირველი საჯარო სკოლის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც სწორედ აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებდა. აქციის მონაწილეების თქმით მამაკაცი, რომელმაც ცხოველი უმოწყალოდ სცემა უნდა იქნეს სამაგალითოთ დასჯილი, რადგან მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.
“ასეთ ადამიანს არ უნდა შეეფარდოს გირაო და კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს”-ამბობენ აქციის მონაწილეები.
როგორც kalaki.ge-სთვისაა ცნობილი ეჭვმიტანილი დაკავებულია.