თბილისში, 112-ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
თბილისში, 112-ე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის დასასრულს უახლოვდება შიდა სადემონტაჟო სამუშაოები და დაიწყება შიდა და გარე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.
შენობა, 1400-ზე მეტი მოსწავლისთვისაა გათვლილი და მასში იფუნქციონირებს: საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი და ექიმის კაბინეტი. სკოლა უზრუნველყოფილი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურითა და რეკრეაციული სივრცეებით.
აღსანიშნავია, რომ შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყობა პანდუსები, ლიფტი და სველი წერტილები.
სამუშაოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 5 249 548.98 ლარია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.