სკოლის ინფრასტრუქტურა და სასკოლო კვების მოდელი-რა გეგმა აქვს განათლების სამინისტროს
ახალი ხედვა და გეგმა განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს გააცნო.
საქართველოს საჯარო სკოლებში ჯერ კიდევ ბერ შენობაში, ინფრასტრუქტურული საკითხია მოსაგვარებელი, თუმა ამის პარლელურად კვება უმთავრეს პრობლემად რჩება, ვინაიდან სკოლების უმეტესობას არ აქვს სკოლის ბუფეტი. ასევე საზოგადოების უმთავრეს მოთხოვდან სკოლებში მოზარდების კვებაა.
“უპირველესია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხი – ზოგადად სკოლების, შემდეგ კი ე.წ. ბუფეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ვერსად, დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ მოდელს, სადაც სასკოლო კვება სრულიად უფასოა და ამას, მთლიანად, ყველა კლასისთვის და სოციალური ფენის ადამიანისთვის სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს სკოლების ინფრასტრუქტურა, რაზედაც აქტიურად ვმუშაობთ, როდესაც ამ საკითხებს მოვაგვარებთ, რაც უახლოეს 2-3 წელიწადში მოხდება, შემდეგ ეტაპობრივად მოგვეცემა საშუალება ეს პროექტი დავიწყოთ”- აცხადებს ამილახვარი.
უწყების ხელმძღვანელმა საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზეც ისაუბრა.
“პირველი პრობლემა არ არის ფინანსური და სოციალური პრობლემა, აქ საჭიროა საკვების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ეს რომ ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით, საჭიროა ინფრასტრუქტურა. სამინისტროში შეიქმნა სპეციალური პროგრამა, ამ კუთხით გამოიყო სპეციალური ჯგუფი, რომელიც აიდენტიფიცირებს სკოლებს, ეს პროგრამა საპილოტე რეჟიმშია და აქტიურად მიმდინარეობს სკოლების აღწერა”, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საჯარო სკოლებში უფასო კვების შესახებ მსჯელობა 2019 წელს დაიწყო, თუმცა, ამ თემასთან დაკავშირებით 2023 წლამდე უწყების მხრიდან არაფერი კონკრეტული არ გაჟღერებულა.