სკანდალი ქართული საავიაციო კომპანიის ირგვლივ-რას პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი “ჯორჯიან ეარვეისს” და როგორ იმართლებს კომპანია თავს
ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელში საზოგადოების პროტესტი ქართული საავიაციო კომპანიის მიერ, ისრაელი-საქართველოს მიმართულებით დადგენილმა ტარიფმა გამოიწვია. როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი წერდა ისწრაელში, არსებული ვითარების ფონზე "ჯორჯიან ეარვეისმა" ფასები კოლოსალურად გაზარდა.
უფრო კონკრეტულად, თუკი მანამდე აღნიშნული მიმართულებით ფრენები 500 ლარს არ სცდებოდა, ახლა იგივე გზა 2000 ლარს შეადგენს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აღნიშნულის შესახებ განცხადება გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აგორებულ სკანდალზე, ოფიციალური განცხადება “ჯორჯიან ეარვეისმაც” გააკეთა, ამ შემთხვევაში კომპანია პასუხისმგებლობას სხვა ავიაკომპანიებს აკისრებს.
“ბოლო დღეებში სოციალური ქსელებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ ისრაელში განვითარებული მოვლენების გამოყენებით ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თითქოსდა ბილეთების ფასები გაზარდა. ეს ინფორმაცია ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებულია, ვინაიდან ამ მიმართულებაზე მძაფრი კონკურენციაა, რაც ბილეთის ფასებზე ყოველგვარ ხელოვნურ ჩარევას გამორიცხავს. ისრაელის მიმართულებაზე ამ ქვეყნის სამი ავიაკომპანია („ელ ალი“, „არკია“, „ისრაირი“) დაფრინავს კვირაში 35 რეისით. „ჯორჯიან ეარვეისი“ კი მიმართულებაზე წარმოდგენილია კვირაში მხოლოდ 10 რეისით, რაც იმას ნიშნავს, რომ, კონიუნქტურის გათვალისწინებით, ბილეთის ფასებს ისრაელის ავიაკომპანიები განსაზღვრავენ. ამიტომ „ჯორჯიან ეარვეისი“, სურვილის შემთხვევაშიც კი, თვითნებურად ფასებს ვერ გაზრდის.” ნათხვამია განცხადებაში.
აღსანიაშნავია, რომ “ჯორჯიან ეარვეისი” აგორებულ სკანდალს საქართველოში სხვა ძალებს აბრალებს, რომელთაც კომპანიის თქმით ბოროტი მიზნები ამოძრავებთ.