ულამაზესი ტყეები, ალპური მდელოები, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, საოცარი ხედები, ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი ნიმუშები - დიახ, ეს სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქია, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს.

სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს

საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კურორტს, პირველ რიგში უნდა ეწვიოთ, რათა ის საოცარი ემოციები შეიგრძნოთ, რასაც ბორჯომი გთავაზობთ – მხოლოდ მაშინ მიხვდებით, თუ რატომ არის ეს ქალაქი ასეთი განსაკუთრებული.

სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს

აჯობებს ქალაქის დათვალიერება, მარადმწვანე ბუნებაში ჩაფლული, ისტორიული პარკიდან დაიწყოთ, თუმცა სანამ პარკს ეწვევით ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დაგრჩებათ ბორჯომის სიმბოლოდ წოდებული “ფირუზა”.

სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს

ცნობილი სანატორიუმი ბორჯომის პარკის შესასვლელთან, ბარათაშვილის ქუჩის #3-ში მდებარეობს. ფირუზისფერი სახლი, ირანის გენერალური კონსულის – მირზა რიზა ხანის დასასვენებელი სახლი ყოფილა, რომელიც კონსულს კავკასიაში 1892 წელს აგარაკად აუშენებია. კონსულის გარდაცვალების შემდეგ, უნიკალური არქიტექტურის სახლი, სანატორიუმად გადაკეთდა. 2016 წლიდან კი სპარსი სპეციალისტების მიერ რესტავრირებული „ფირუზა“ ქსელური სასტუმრო გახდა.

სპარსული სტილის ფირუზისფერი, ლამაზად მოჩუქურთმებული შენობის ფასადი ყველა გამვლელ-გამომვლელს თვალს სჭრის. აივნის შიგნით, კედლები და ჭერი, ლამაზი, სარკისებური, მბრწყინავი ორნამენტებითაა დაფარული. სახლს პატარა აბრა აქვს, რომელსაც აწერია: “მირზა რიზა ხანი”.

კულტურული მემკვიდრეობის ეს ძეგლი, ფსევდომავრიტული ირანული, ქართული და ევროპული არქიტექტურის ნაზავს წარმოადგენს და ქართულ-სპარსული ურთიერთობების განსხვავებულ ფაზას და პერიოდს ასახავს.

სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს
სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს
სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს

სანატორიუმი “ფირუზა”- ს ანალოგია – სპარსეთის კონსულის სახლი თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარეობს. ამ სახლში, რომელიც თურმე სპარსეთის საკონსულო იყო, სპარსეთის ელჩი – მირზა რიზა ხანი ცხოვრობდა. ჭონქაძის ქუჩის № 11-ში მდებარე „ალმასის სასახლე“ – ხუროთმოძღვრების ძეგლია თბილისში, რომელიც XIX საუკუნეში აშენდა. სასახლის ოფიციალური გახსნა 1892 წლის 16 ივლისს გაიმართა.

სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს
სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს
სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს

არ შეიძლება ყურადღების მიღმა დაგვრჩეს ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც ერთ–ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის. იგი 1926 წელს გაიხსნა. წმინდა ნინოს #5-ში მდებარე შენობა, რომელშიც მუზეუმია განლაგებული, რომანოვების ყოფილი კანცელარია იყო. იგი აშენებულია 1890 წელს, გერმანელი ინჟინრის ვ. შვეიერის მიერ და უნიკალურია თავისი არქიტექტურით.

დღეისათვის მუზეუმის ფონდში დაცულია 36 000 სხვადასხვა სახის ექსპონატი, გახსნილია რამდენიმე სტაციონარული ექსპოზიცია: მხარის ბუნების, არქეოლოგიური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გამოყენებითი ხელოვნების. ექსპოზიციებში წარმოდგენილია ბორჯომის ხეობისათვის დამახასიათებელი ფლორისა და ფაუნის ნიმუშები, სხვადასხვა დროს მოპოვებული ძვირფასი ექსპონატები, როგორიცაა: პირველყოფილი ადამიანის ქვის იარაღები, ბრინჯაოს ხანის ადამიანთა კულტურის ძეგლები, საბრძოლო და სამეურნეო დანიშნულების იარაღები, მორთულობის საგნები და მრავალისხვა.

სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს
სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს
სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს

ასევე მინდა მოგითხროთ, გოთიკური სტილის კავალერიის შენობის შესახებ, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა და დღეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს წარმოადგენს. არქიტექტურული ძეგლი ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკის ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩის #4-ში მდებარეობს და ის 1880 წელს, ფსევდო-გოთურ სტილში, ალბერტ ზალცმანის პროექტით არის შესრულებული.

შენობა აგებულია ბუნებრივი ქვით, აგურითა და ხით. სახლი რამდენჯერმე თავიდან აშენდა. მიმდებარე პარკთან ერთად, ის წარმოადგენდა რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ II-ის საზაფხულო რეზიდენციას. საბჭოთა პერიოდში შენობაში განთავსებული იყო პოლიკლინიკა, კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერი. 1990-იან წლებში უფუნქციოდ დარჩენილი და მიტოვებული ნაგებობა ნაწილობრივ დაინგრა.

“კავალერიის სახლი” რეაბილიტაციამდე დაზიანებული გახლდათ. მისი უკანა ნაწილი ნაწილობრივ დანგრეული, სართულშუა გადახურვები და ინტერიერი კი სრულად განადგურებული იყო. ორი წლის წინ, სამუშაოების შესრულებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ინოვაციური მიდგომებით, შენობის კულტურული ღირებულებისა და ავთენტურობის მაქსიმალურ შენარჩუნებას. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მსოფლიო ბანკის 2.8 მილიონ ლარზე მეტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს
სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს
სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს
სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს

სიმწვანეში ჩაკარგული და ამ ქართული კულტურის მრავალსაუკუნოვანი ნიმუშების ქალაქში, ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის შემუშავება დაიწყო. შესაბამის დოკუმენტზე კომპანია “სითი ინსტიტუტ საქართველო” მუშაობს. როგორც კომპანიაში ამბობენ, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, რომელიც ძირითადად კვლევებს მოიცავდა.

ბორჯომის გენგეგმის პროექტის კოორდინატორი ანდრო ქორთუა განმარტავს, რომ ბორჯომს სჭირდება კურორტის სტატუსის დაბრუნება და ამ მიმართულების გაძლიერება. მისი თქმით, კომპანიამ დამკვეთს შესაბამისი გეგმა 2025 წლის 5 მაისამდე უნდა წარუდგინოს, თუმცა არსებული პროცედურების გათვალისწინებით შესაძლოა ვადების ცვლილება მოხდეს.

“ის სტატუსი რაც ქალაქს გააჩნია ცოტა უფრო მემკვიდრეობითი ხასიათის არის ვიდრე რეალური. ჩვენ არამხოლოდ კამერალური სამუშაოები განვახორციელეთ, არამედ სიღრმისეულად შევისწავლეთ ზოგადად ფიზიკური გარემო, ინდივიდუალური შენობის ინვენტარიზაცია მოხდა, მათი ფუნქციური დატვირთვა დანიშნულების და ფიზიკურის შეფასებით. ასევე გავაკეთეთ შინამეურნეობის კვლევა, სადაც 600-მდე მოსახლე გამოვკითხეთ და მათ შორის შევხვდით ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს, მათთანაც ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები. შედგა განვითარების პრიორიტეტიზაციის დოკუმენტი, ეს ეტაპი კვლევითი ეტაპი იყო. რეალურად ყველაზე მწვავე პუნქტები არის ის, რომ ქალაქს სასიცოცხლოდ სჭირდება იმ იდენტობის გაძლიერება რაც ჰქონდა,”- აღნიშნა ბორჯომის გენგეგმის პროექტის კოორდინატორმა ანდრო ქორთუამ.

სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს
სიმწვანეში ჩაკარგული ქალაქის არქიტექტურა – შეინარჩუნებს თუ არა ბორჯომი ავთენტურ იერსახეს

“სითი ინსტიტუტის” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ კი აღნიშნა, რომ ბორჯომს ჯერ კიდევ აქვს შანსი ქაოსური განაშენიანება თავიდან იყოს აცილებული. მისი თქმით, ამ მიმართულებით ქალაქში ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი გამოწვევები არ არის.

“ბორჯომი გზაგასაყარზეა, ან ერთი მიმართულებით წავა, რომლის გამოცდილებაც გვაქვს ან იქნება ევროპული ქალაქისკენ მიმართული. პირველი ნაწილი ვიცით, ბევრი ქალაქი გვაქვს, როცა მშენებლობებმა, ქაოუსურმა მიდგომამ და მშენებლობების ნებართვების თავისუფალმა გაცემამ სადამდე მიგვიყვანა. ამას გვინდა გადავარჩინოთ ბორჯომი,”- განმარტა “სითი ინსტიტუტ საქართველო”-ს ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ.