ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო ავტომობილებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დამონტაჟება?

მთავრობამ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილება შეიტანა.

ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო ავტომობილებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დამონტაჟება?

ახალი ცვლილება ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო ავტომობილებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების დამონტაჟებას გულისხმობს.

„ინსპექტირების ორგანოს მიერ სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობის დარეგულირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ შესაბამისი კატეგორიის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სიჩქარე არ აღემატებოდეს გზებზე გადაადგილებისას მაქსიმალურ დასაშვებ ზღვრებს, ტაქოგრაფიდან ან, მისი არარსებობის შემთხვევაში, სპიდომეტრიდან მიღებული სიჩქარის იმპულსის სიგნალის (მახასიათებელი კოეფიციენტის) სიდიდის გათვალისწინებით,“ – აღნიშნულია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ ეს რეგლამენტი მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა, მაგრამ აღნიშნული რეგლამენტი საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ან რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებზე მოქმედებს.