სიახლე ამერიკული სატელევიზიო სერიალის „მეგობრების“ მოყვარულთათვის: რა ღირს პოპულარული სერიალის სახლის ანალოგის ერთი დღით ქირაობა?
სიახლე ამერიკული სატელევიზიო სერიალის „მეგობრების“ მოყვარულთათვის: თბილისში გამოჩნდა ბინა, რომელიც სიტუაციური კომედიიდან საცხოვრებლის გამეორების ერთგვარი მცდელობაა.
ბინა, რომელიც დღიურად ქირავდება, ერთი დღე-ღამის ღირებულება ორი ადამიანისთვის 62 $-ს შეადგენს, ყოველ დამატებითი სტუმარზე კი პლუს $11. აქ ადგილები მაქსიმუმ ხუთი ადამიანისთვისაა გათვალისწინებული.
თბილისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სიტკომის, „Friends“-ის გმირების სახლის ანალოგი ორთაჭალაში, დიმიტრი გულიას ქუჩაზე მდებარეობს:
The One In Tbilisi – ეს თბილისის მაცხოვრებლის ბიზნესპროექტია. იდეა შოთა ანდრიაძეს, საყვარელი სერიალის ნახვის შემდეგ გაუჩნდა, ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად კი ფართის ძიება 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო – იუწყება BM.ge.
პროექტის ჯამური ღირებულება 120 000 დოლარია. სწორედ ეს თანხა დასჭირდა ორთაჭალაში 78 მ2 შავი კარკასული ფართის შეძენას, მის სრულ რემონტსა და სერიალთან მაქსიმალური სიზუსტით მიმსგავსებული დეკორით, ავეჯით, აქსესუარებითა და ნივთებით გაფორმებას.
ბინის მეპატრონე ამბობს, რომ უკვე ბევრი მსურველი ჰყავს, მათ შორის სერიალ „მეგობრების“ თაყვანისმცემლები, ჯავშნების 80% კი საქართველოს მაცხოვრებლები არიან. მფლობელი ვარაუდობს, რომ 100 ათას დოლარიანი საბანკო ვალდებულების დაფარვას 6-7 წელიწადში შეძლებს.