როგორ არღვევენ მშენებლები სამშენებლო უსაფრთხოების კანონს და რას გვწერენ kalaki.ge-ს მიმდინარე მშენებლობასთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეები

kalaki.ge-ს გლდანიდან მოქალაქეები სამშენებლო უსაფრთხოების კანონის დარღვევაზე გვწერენ. როგორც გვიყვებიან, განსაკუთრებით დიდი საფრთხის ქვეშ მაშინ არიან როცა მშენებლობაზე ამწეებს იყენებენ. მწობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ტვირთის ქვეშ შესაძლოა მოქალაქეები მოყვნენ, რადგან არ კონტროლდება ამწეს გადაადგილება ისე, რომ იყოს უშუალოდ სამშენებლო მოედანზე.

როგორ არღვევენ მშენებლები სამშენებლო უსაფრთხოების კანონს და რას გვწერენ kalaki.ge-ს მიმდინარე მშენებლობასთან ახლოს მცხოვრები მოქალაქეები

გეგა ნაროზაშვილი გვიყვება, რომ გლდანში სადაც მშენებლობის ისტერიაა, ხშირია შემთხვევა, როცა ამწეს ტვირთი ააქვს ისეთ ადგილას სადაც ქვეშ ექცევა ტროტუარი, ეზო, სავალი გზა, ან უბრალოდ საცხოვრებელი, რაც ბუნებრივია დიდ საფრთხეს ჰქმნის.

“ბოლო რამდენიმე წელია ყველა ინსტაციას ვწერ, რომ მშენებლობები კანონდარღვევით მიმდინარეობს, მაგრამ მინდა თქვენც გიამბოთ, და წაიკითხოს kalaki.ge-ს მკითხველმა, რომ ამწეს ქვეშ გავლა სიცოცხლისთვის საფრთხეს წამოადგენს და ყოვლად დაუშვებელია. მართალია ყოველდღიურობა გახდა და აღარავის ეშინია, მაგრამ იცოდეთ არ ხართ დაცული ნებისმიერი შემთხვევისგან.

ხშირად ე.წ. სამშენებლო მოედანი შემოღობილია, თუმცა ეს არ ზრდის დაცულობას მეტიც, მასთან ახლოს გავლა სახიფათოა, რადგან შესაძლოა რაიმე სამშენებლო მასალა გადმოვარდეს და ადამიანი დააზიანოს. თბილისის უბნებში არც ერთ სამშენებლო კომპანიას არ აქვს ბოლომდე გათვალისწწინებული ის წესები რასაც მათგან კანონმდებლობა მოითხოვს, ამიტომ იყავით ფრთხილად!”-გვწერს ჩვენი მკითხველი.

რაც შეეხება სამშენებლო უსაფრთხოების წესებს, კანონმდებლობაში ნათლად წერია ყველა ის პუნქტი, რაც მშენებლებმა უნდა დაიცვან, თუმცა სრულყოფილად როგორც ჩანს არც ერთი კომპანია არ ასრულებს.