შოვში მეწყერი ჩამოწვა, წინასწარი ინფორმაციით მეწყერმა 16 ადამიანი მოიყოლა, მათ შორის არიან ბავშვებიც- ამ დროისთვის მაშველებმა ერთი ბავშვის ამოყვანა შეძლეს
სასტუმრო „სანსენტ შოვის“ მიმდებარედ მეწყერი ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეწყერში 16 ადამიანია მოყოლილი, მათ შორის 6 ბავშვია. მოქალაქეები შველას ითხოვენ.
მეზრული პროცესიდან ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც kalaki.ge-მ გაარკვია, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და კიდევ მიემართება სამაშველო ჯგუფები. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს, სამაშველო ოპერაციები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ წუთებში მიემართება სამაშველო ვერტმფრენიც, რომელშიც ექიმებიც იმყოფებიან.
kalaki.ge- ინფორმაციის გადამოწმებას რაჭის გუბერნატორთან შეეცადა, უწყების წარმომადგენლები ამ დროისთვის ადგილდე მიემართებიან.
ასევე 112-მა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ უამრავი ზარი შედის, ტერიტორიიდან სადაც მეწყრული პროცესი იყო და ადამიანები დახმარებას ითხოვენ.
ბოლო ინფორმაციით მეწყერში მოყოლილი 1 ბავშვის ამოყვანა შეძლეს.