რა უხდება ზამთრის სუსხიან დღეს ყველაზე მეტად?-ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის ფესტივალი გაიმართა
ზამთრის პირველ დღეებს თბილისი, შოკოლადის ფესტივალით შეხვდა.
2 და 3 დეკემბერს, შოკოლადის საახალწლო ფესტივალს ბოტანიკურმა ბაღმა უმასპინძლა. მასში მონაწილეობა 30-მდე შოკოლადის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო. მათ შორის იყო დამწყები და ყველასთვის ცნობილი მწარმოებლები. დახლებზე ტკბილეული სხვადასხვა საინტერესო ფორმებით წარმოადგინეს. ღონისძიება ყველა ასაკისთვის იყო გათვლილი: გათამაშებები, კონცერტი და თოვლის ბაბუა პატარებისთვის საახალწლო განწყობას ჰქმნიდა. ვინც ყველაზე ტკბილ დღესასწაულზე მოხვედრა ვერ შეძელით, ჩვენი ფოტორეპორტიორი შოკოლადის ფესტივალის მიმდინარეობას გაგაცნობთ.