მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს – შინდისში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

შინდისში 7 ქუჩას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსსამსახური ავრცელებს.

მთაწმინდის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს – შინდისში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

“მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა
ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე, შინდისში 7 ქუჩას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე: ი. ჭავჭავაძის ქ; ი. ჭავჭავაძის I შესახვევი; ი. ჭავჭავაძის II შესახვევი; ვ. ბარნოვის ქ; თაბორის ქ; 9 აპრილის ქ; სატყეოს ქ. სამუშაოების შედეგად, გრუნტის გზა ასფალტის ორფენიანმა საფარმა ჩაანაცვლა. ჯამში, 15 783 კვ.მ ფართობის ტერიტორია მოწესრიგდა. ასევე, მოეწყო ბორდიური. აღნიშნულ მისამართებზე საავტომობილო გზა არასდროს ყოფილა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში უშლიდა ხელს. დღეიდან კი, ეს პრობლემა მოუგვარდებათ. სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 595 600 ლარი გამოიყო.” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.