რა შემთხვევაში არ იქნება საჭირო მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებთათვის მეზობლების თანხმობა 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაში

შინაური ცხოველების ყოლის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში ახალი რეგულაცია შეიმუშავეს, რასაც მრავალბინიან კორბუსებში მაცხოვრებელთა მხრიდან გაურკვევლობა მოჰყვა.

რა შემთხვევაში არ იქნება საჭირო მრავალბინიან კორპუსში მცხოვრებთათვის მეზობლების თანხმობა 3-ზე მეტი შინაური ცხოველის ყოლის შემთხვევაში

მიღებული კანონი კი გულისხმობს შემდეგს: 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ვეღარ ვიყიდით და კორპუსის ბინაში ვეღარ ვიყოლიებთ 3-ზე მეტ ძაღლს და კატას, ხოლო უპატრონო ან მიკედლებული ცხოველის მეპატრონედ რეგისტრაციის შემთხვევაში არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს. ამასთან, არანაირი თანხმობის საჭიროება მეზობლებისგან არ არის დადგენილი. მეზობლების თანხმობა საჭირო იქნება მხოლოდ ე.წ „თბილისურ ეზოში” ცხოველის მიკედლებისთვის, ისიც, მხოლოდ 2025 წლის 1-ელი ივლისიდან მიკედლების შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ძალაში იქნება ცხოველთა რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზა. ამასთან, პროექტით იკრძალება ცხოველების ე.წ შემგროვებლობა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი არ ითვალისწინებს მიმკედლებლისათვის, არც კომპლექსური ვაქცინაციის და არც სხვა ვეტერინარული მომსახურების გაწევის ვალდებულებას.