1-ელი ივლისიდან ქვეყანაში კერძო და საჯარო სექტორისათვის შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ კანონი შევა ძალაში
2023 წლის 1-ელი ივლისიდან, ახალი კანონი შევა ძალაში, რომლის მიხედვითაც, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ყველა ახალმა შენობამ ენერგო ეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.
რეგულაციები შეეხება ყველა შენობას, რომლის ფართობიც 50 კვ.მ.-ზე დიდია. მინიმალური მოთხოვნების კანონი, რომელიც ძალაში 1-ელი ივლისიდან შევა, ენერგო რეფორმის პირველი ეტაპია. როგორც ცნობილია, მომავალი წლიდან ამოქმედდება მეორე ეტაპიც, რომლის ფარგლებშიც შენობებს კლასები მიენიჭება.
354-ე დადგენილება ადგენს მინიმალურ მოთხოვნებს შენობის კომპონენტებზე: კარ-ფანჯრებზე, თბოიზოლაციაზე, იატაკზე – რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შენობის დიზაინის ეტაპზე იმისათვის, რომ სამშენებლო კომპანიამ მშენებლობის ნებართვა მიიღოს.