სკოლის შენობაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ორი პირი დაშავადა
შემთხვევა ოზურგეთში, კერძოდ ქვემო ნატანების სკოლაში მოხდა. შემთხვევის შედეგად მშობელი და მასწავლებელი დაშავდა.
ნატანების სკოლაში სადაც 300 მოსწავლე სწავლობს, ჭერი იმ დროს ჩამოინგრა, როცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. ინციდენტის შედეგად დამლაგებელი და მშობელი დაშავდა.
როგორც kalaki ge-სთვისაა ცნობილი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, ჭერიდან ცემენტი ცვიოდა რადგან შენობა ავარიულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.