“შენ არავინ გგავს” ანუ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა-ფოტო რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ
ჩვენი ყოველდღიურობა, ათასი ყოფითი საკითხებია, რომელთა ერთობა იმდენად ამძიმებს ადამიანებს, რომ შესაძლოა ირგვლივ, ყველაზე უბრალო და ამავდროულად ყველაზე ღირებული რამ ყურადღების მიღმა დაგვრჩეს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო საზოგადოებისთვის მეტად ემოციური აღმოჩნდა. ერთი თითქოს მარტივი კადრი ადამიანის ამ ქვეყნად ყოფნის, არსს აღწერს. თითქოს სამყაროში გაუბრალოვდა ყველაზე გასაოცარი რამ, ის რომ ყველა ადამიანი დედამიწაზე ინდივიდუალურია და “შენ არავი გგავს”!-სწორედ ეს სიტყვები წერია თეთრ პოსტერზე შავი ლამაზი ქართული კალიგრაფიით. ვინ არის ეს ადამიანი? რა უნდოდა ეთქვა? ან სად მიდიოდა? ვისთვის უნდა შეეხსენებინა ადამიანის განსაკუთრებულობა? ამ კითხვებზე მხოლოდ ერთი პასუსიხი გვაქვს, ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს პატარა ამბით აქვეყნებს:
ამ ფოტოს ასეთი ისტორია აქვს:
“ეს მოხუცი კაცი იდგა ავტობუსის გაჩერებაზე.
ჩემმა მეგობარმა, გიორგი გორგიაშვილმა, დაინახა და მოეწონა თავისი უბრალოების გამო.
მივიდა და სთხოვა, ერთ ფოტოს გადაგიღებთო.
გაჩერებაზე სხვა ხალხიც იდგა და ცოტა მოშორებით გამოვიდნენ.
არიან ამ პროცესში და ჩამოდგა ავტობუსი.
თან ეს პლაკატი უჭირავს ამ კაცს, თან ავტობუსს უყურებს, ხედავს, რომ ორივე ვერ ესწრება, ერთ-ერთი უნდა აირჩიოს.
ჰოდა, დადო ძირს პლაკატი და გაიქცა ავტობუსისკენ.
მირბის და უცებ, რას ვაკეთებ კაცოო, დაბრუნდა უკან, აიღო ისევ პლაკატი და გადაიღეო, უთხრა გიოს.
ავტობუსი წავიდა, ეს კეთილი ღიმილით სავსე ფოტო კი დარჩა, რომელიც გიოსა და ჩემ გარდა, კიდევ უამრავ ადამიანს უყვარს.”