რა მოხდა 6 მაისს ბათუმის სავაჭრო ცენტრში და რატომ გახდა ევაკუაცია საჭირო – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთი პირი დააკავა

6 მაისს ბათუმის ერთ-ერთ მსხვის სავაჭრო ცენტში ევაკუაცია გამოცხადდა, შენობა და მოქალაქეებს შენობა სასწრაფოდ დაატოვებინეს, მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობაში ბომბი იყო, თუმცა ადგილზე შესაბამისმა სამსახურებმა ვერაფერი აღმოაჩინეს, რა მოხდა სინამდვილეში და ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან? დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.

რა მოხდა 6 მაისს ბათუმის სავაჭრო ცენტრში და რატომ გახდა ევაკუაცია საჭირო – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით აწარმოებს, რაც სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირებულია სხვადასხვა პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავაჭრო ცენტრებში, სასწავლო დაწესებულებებსა და საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებული ცრუ შეტყობინების ათეულობით ფაქტი.

კონტრტერორისტული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ შეტყობინებების დიდი ნაწილი განხორციელებულია საზღვარგარეთიდან. იდენტიფიცირებულია კონკრეტული ქვეყნები, ელექტრონული ფოსტები და IP მისამართები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად მოქმედებს ცრუ შეტყობინებების უკან მდგომი პირებისა და პირთა ჯგუფების იდენტიფიცირების მიზნით.

ზემოაღნიშნულ ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას აქტიურ ფაზაში აგრძელებს. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეაგირება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებების ფაქტებზე იქნება საკმაოდ მკაცრი.”- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.