შემაშფოთებელი სტატისტიკა სამშენებლო სექტორში, რომელსაც საქსტატი აქვეყნებს – მშენებლობის დროს გასულ წელს 34 ადამიანი დაიღუპა

შრომის უსაფრთხოების დარღვევა, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში მუდმივად ვლინდება, საქსტატის მონაცემები სწორედ აღნიშნულს ამტკიცებს, დოკუმენტის თანახმად გასულ წელს სამუშაოს შესრულებისას, 34 ადამიანი დაიღუპა 347 კი დაშავდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით 21 ადამიანი დაიღუპა მშენებლობისას.

შემაშფოთებელი სტატისტიკა სამშენებლო სექტორში, რომელსაც საქსტატი აქვეყნებს – მშენებლობის დროს გასულ წელს 34 ადამიანი დაიღუპა

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, წინა წელს სამუშაოს დროს გარდაცვალებიდან 34-ვე მამაკაცი იყო.

შეგახსენებთ, რომ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მძიმე მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი. თუმცა, შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავებისა და კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, აღსრულების მექანიზმების არაეფექტურობა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების ვადის მომავალში გადადება დასაქმებულთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებს.