“შავი ზღვის სამოთხე”-53 სართულიანი ცათამბჯენი ბობოყვათის სანაპიროზე
ქობულეთში, კომპანია „შავი ზღვის სამოთხე “ აბაშიძის ქუჩაზე, ზღვის სანაპიროსთან, 53 და 23-30-სართულიანი აპარტოტელების აშენებას გეგმავს. დაახლოებით 20 ჰექტარი ტერიტორია, სადაც ახალი პროექტი უნდა განხორციელდეს, ავტომაგისტრალსა და ზღვას შორის მდებარეობს და 26,6 მილიონ ლარად, პირობებით გაყიდა.
ტერიტორია, სადაც ახალი პროექტი უნდა განხორციელდეს, ავტომაგისტრალსა და ზღვას შორის მდებარეობს.
პროექტი დაყოფილია რამდენიმე განსხვავებული ტიპის შენობებად და ჯგუფებად:დომინანტს წარმოადგენს სანაპირო ზოლთან დაგეგმილი 53-სართულიანი აპარტოტელი.
ტერიტორიაზე ასევე განთავსდება 23-30-სართულიანი ხუთი აპარტოტელის ტიპის შენობა, ორი სანაპირო ზოლის სიახლოვეს და სამი – უკანა ზოლზე, საავტომობილო გზის სიახლოვეს.
ყველა ჩამოთვლილ მაღლივ შენობას ექნება თავისი საცურაო აუზები და მცირე სპორტული ინფრასტრუქტურა.
კომპლექსის შუა ნაწილი სანაპირო ზოლზე დაეთმობა ბრენდულ, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, რომლის სართულიანობა შეადგენს 7-8 სართულს.
კომპლექსის შუაგულში განთავსდება საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი სახლების ჯგუფები, ჯამში 8 ჯგუფი, რომელთა სართულიანობა ცვალებადია 4-დან 8 სართულამდე. ყოველ ჯგუფს ექნება თავისი საცურაო აუზი და გამწვანებული ეზო. ამ ჯგუფში შემავალი შენობების საერთო რაოდენობა იქნება 36.
საპროექტო ტერიტორიისთვის მოეწყობა შესაბამისი საინჟინრო კომუნიკაციები [ელმომარაგება, გაზმომარაგება, საკანალიზაციო სისტემა, წყალმომარაგება და სხვა.
აღნიშნულ პროექტს ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, ისინი აცხადებენ, რომ ნაკვეთი მათი ტრადიციული საკუთრებაა.
თუმცა საპირისპიროს აცხადებენ “ქონების ეროვნულ სააგენტოში”, მათი გამარტებით, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა ხოლო საუბარი იმაზე, რომ პრივატიზებული მიწა კერძო საკუთრებაა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.