ფოტოფაქტი-რა ხდება ამ წუთებში შავი ზღვის სანაპიროზე სადაც სამი დღის წინ ძლიერი შტორმი იყო
შტორმის შედეგად დაზიანებული ბათუმის ბულვარის და ქობულეთის სანაპიროს მოწესრიგება მესამე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ინტენსიურად ხორციელდება დასუფთავების და პარალელურად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე ყველა უწყებას და სამსახურს დაავალა დროულად მოხდეს გაწმენდითი სამუშაოების შესრულება და დროულად დასრულდეს ყველა სალიკვიდაციო სამუშაო. „მუნიციპალიტეტის შესაბამისმა მუდმივმოქმედმა კომისიებმა დროულად უნდა მოახდინოს ზარალის შესწავლა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავუჭიროთ მხარი და დახმარება აღმოვუჩინოთ ყველა კერძო პირს თუ მეწარმეს, რომელიც დაზიანდა აღნიშნული მოვლენებით“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ
როგორც kalaki.ge-სთვისაა ცნობილი ზარალი დიდია თუმცა მას სპეციალურად შექმნილი კომისია სწავლობს და რამდენიმე დღეში გაირკვეევა მეტი დეტალი.
შეგახსენებთ, რომ 27 ნოემბერს, უხვი ნალექისა და ზღვაზე შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარის რამდენიმე მონაკვეთი და ქობულეთის სანაპირო ზოლი ძლიერ დაზიანდა, მოშლილია ძირითადი ინფრასტრუქტურა, მოშლილია დამცავი ჯებირები.