ნუცუბიძის I მიკრორაიონში მდებარე, 3 კორპუსის შემაერთებელი ხიდის, რომელსაც შატილის კოშკებს უწოდებენ, რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის მერია ნუცუბიძის I მიკრორაიონში მდებარე, 3 კორპუსის შემაერთებელი ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს, პროექტის განხორციელების პერიონში ხიდი დაკეტება. სამუშაოები 3 წელი გაგრძელდება. ხიდების ტექნიკური შეფასებისას ექსპლუატაციისთვის შეუსაბამო და საშიში დაზიანებები არ გამოვლენილა.

ნუცუბიძის  I მიკრორაიონში მდებარე, 3 კორპუსის შემაერთებელი ხიდის, რომელსაც შატილის კოშკებს უწოდებენ, რეაბილიტაცია იგეგმება

როგორც დოკუმენტაციაშია ნათქვამი, რეაბილიტაციისას იგეგმება ასფალტბეტონის საფარის დაშლა, ჰიდროსაიზოლაციო შრის მოწყობა და ტრავერტინის და ბაზალტის ქვის ფილების მიქსით საფარის მოწყობა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ლითონის კონსტრუქციების მთლიანი შეღებვა სპეციალური ანტიკოროზიული საღებავით. ძველი კიბეების ნაცვლად მოეწყობა ახალი კიბეები და პანდუსები. ხიდის რებილიტაცია ითვალისწინებს ხიდზე სპეციალურ განკუთვნილ ადგილებში გამაფრთხილებელი რელიეფური ფილების მოწყობას, შშმ პირებისთვის. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხიდებზე, კიბეებზე და პანდუსებზე განათების მოწყობა.

სამი თექვსმეტსართულიანი კორპუსი, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზეა აშენებული, ერთმანეთს ლითონის კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდით უკავშირდება.ხიდი ნუცუბიძის ქუჩას პირველი მიკრორაიონის ზედა პლატოსთან აკავშირებს. გადასასვლელი ხიდი პირველი კორპუსის მე-14 სართულზე იწყება, გადადის შემდეგი კორპუსის მე-12-ზე და საბოლოოდ უერთდება მესამე კორპუსის მე-10 სართულს საიდანაც შემდეგ ავტობუსის გაჩერებასთან, საავტომობილო გზას უერთდება.

შეგახსენებთ, რომ შ.ნუცუბიძის I მ/რ კორპ. #213/1, კორპ. 213/2 და ნუცუბიძის I მ/რ. კორ. #3-ის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდები 1974წ. აშენებული საცხოვრებელი კომპლექსის “შატილის” ნაწილს წარმოადგენენ.

“შატილი” დაპროექტდა და აშენდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში. პროექტი შემუშავდა ორგანიზაცია „თბილქალაქპროექტში”, არქიტექტორ ოთარ კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით.