შალვა პაპუაშვილი-სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება, ამ საკითხის სტიქიასთან დაკავშირება მანიპულაციაა
სამი ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მისი ეტაპობრივი მოწოდება ხდება. თუ არ ვცდები, ხელშეკრულება შარშან დაიდო და ველოდებით ვერტმფრენების მოწოდებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ყველა სამაშველო ამოცანა შესრულდა.
„დღეს საგანგებო სამსახურის ხელმძღვანელი ბრიფინგზე საუბრობდა, როგორ მოხდა ვერტმფრენების მობილიზება, ვერტმფრენები რომ ადგილზე იყვნენ და დღის განათებაში სამი საათის განმავლობაში შეეძლოთ მუშაობა. სპეციალური დრონებია, მათ შორის სითბური, სენსორებით აღჭურვილი, რომლებიც მთელი ღამე მუშაობდნენ. ასე რომ, ყველა დასახული სამაშველო ამოცანა შესრულდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რაჭის ტრაგედიის ფონზე, ხშირად დაოსვა კითხვები რატომ არ ყავს საქართველოს დამატებითი სამაშველო ვერტმფრენი.