როდის აღდგება შალიკაშვილის ხიდზე მოძრაობა-დედაქალაქის მერმა ხიდის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა

დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც დიდ დისკომფორტს უქმნის ავტომობილის მძღოლებს რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

როდის აღდგება შალიკაშვილის ხიდზე მოძრაობა-დედაქალაქის მერმა ხიდის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა
როდის აღდგება შალიკაშვილის ხიდზე მოძრაობა-დედაქალაქის მერმა ხიდის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა
როდის აღდგება შალიკაშვილის ხიდზე მოძრაობა-დედაქალაქის მერმა ხიდის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა
როდის აღდგება შალიკაშვილის ხიდზე მოძრაობა-დედაქალაქის მერმა ხიდის რეაბილიტაციის პროცესი მოინახულა

დედაქალაქის მერმა მიმდინარე სამუშაოები, ადგილზე მოინახულა. კალაძის ინფორმაციით, დიდუბის ხიდზე საავტომობილო მოძრაობა კვირის ბოლოსკენ სრულად აღდგება, ხიდის რეაბილიტაცია კი ოქტომბრის ბოლოსკენ დასრულდება.

„შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დაახლოებით კვირის ბოლოს მოძრაობა სრულად აღდგება და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი, თუმცა სამუშაოები გაგრძელდება. მიმდინარეობს თაღების მოპირკეთების სამუშაოები, ტროტუარების კეთილმოწყობა, გარე განათების ახალი ბოძები დამონტაჟდება, ხიდზე დეკორატიული მინათებები გაკეთდება და სამუშაოების დასრულებას ვფიქრობთ ოქტომბრის ბოლოსკენ“, – განაცხადა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ხიდის სრული რეაბილიტაცია მისი აშენების დღიდან ამ დრომდე არ განხორციელებულა. პროექტის სრული ღირწბულება 4,5მლნ ლარია.