შემთხვევა ვარკეთილში-ორი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა
როგორც kalaki.ge-ს ერთ-ერთმა თვითმხილელვა განუცხადა, შემთხვევა ვარკეთილის მეტროსთან მოხდა, ზემოდან მომავალი ავტობუსი საპირისპიროდ მომავალს დაეჯახა, ტრანსპორტში მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.
აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავარიები გახშირდა. მოქალაქეები კი სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ, დედაქალაქში ტრანსპორტის დაგვიანებით მუშაობას, რის გამოც გაჩერებებზე, ტრანსპორტის მომლოდინე ხალხის ნაკადი არ წყდება.
შეგახსენებთ, რომ მწვანე ავტობუსების უმეტესობა, ელექტრო ძრავზე მუშაობს.