პირველი სექტემბრიდან ახალი ცვლილება ამოქმედდება – მოტოციკლეტები და მოპედები საავტობუსო ზოლში იმოძრავებენ
ახალი ცვლილება, რომელიც მუნიციპალიტეტის მთავრობამ შეიმუშავა, საავტობუსე ზოლში მოპედებისა და ავტობუსების მოძრაობის პირობების განსაზღვრას გულისხმობს, მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს ამოქმედდება.
ცვლილების შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა შესაბამის კანონებში და საავტობუსო ზოლში დაუშვა მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობა. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის ანდა მოპედის მოძრაობას განსაზღვრავს. საკრებულოში აღნიშნულ ცვლილებაზე იმსჯელებენ. გვინდა, რომ აღნიშნული წესი მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდეს, რათა მოპედებსა და მოტოციკლებს ჰქონდეთ საშუალება, საავტობუსო ზოლში გადაადგილდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული დადგენილების თანახმად, საავტობუსო ზოლში, სადაც განთავსებულია შესაბამისი საგზაო ნიშანი ან/და დატანილია შესაბამისი ჰორიზონტალური მონიშვნა, დასაშვები იქნება მოტოციკლის ან/და მოპედის მოძრაობა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, თუმცა ამავდროულად, ავტობუსის ზოლში აკრძალული იქნება მგზავრის აყვანა/ჩამოსმა.