ცვლილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგზე, რომელიც 29 ივნისიდან ამოქმედდება

29 ივნისიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაფხულის რეჟიმზე გადადის. ახალი განრიგი 15 სექტემბრამდე იმოქმედებს.

ცვლილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგზე, რომელიც 29 ივნისიდან ამოქმედდება

“საზაფხულო რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, შემცირდება ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა, რაც სტანდარტული პროცედურაა და ყოველწლიურად მგზავრთნაკადის შემცირების გამო ხდება.

შესაბამისად, ტრანსპორტის რაოდენობის შემცირების გამო, მოსალოდნელია, რომ მოცდის დროც გაიზრდება.” – განუცხადეს kalaki.ge-ს სატრანპორტო კომპანიაში.