რა ჯდება და რა ეტაპზეა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა

როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, ახალი შენობის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ინფორმაცია არხის ხელმძღვანელმა ვასილ მაღლაფერიძემ გაავრცელა.

რა ჯდება და რა ეტაპზეა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა

რაც შეეხება არხის ახალ ინფრასტრუქტურას, მაღლაფერიძის განმარტებით, ამ დრომდე ხარჯების დათვლა არ მომხდარა.

ამ დრომდე მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 22 592 114 ლარია დახარჯული. სრულად ახალი შენობის ღირებულება კი 85 263 62 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის სექტემბერში, თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა.