საზოგადოებრივ ტრანსპორტში წყალბადი საწვავის ნაცვლად-როდის და რომელ ქალაქში გამოჩნდება პირველი წყალბადზე მომუშავე ავტობუსი

საპილოტე პროექტი, რომელიც წყალბადზე მომუშავე ავტობუსების გამოშვებას გულისხმოსბს, ორ წელში ბათუმში გამოჩნება.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში წყალბადი საწვავის ნაცვლად-როდის და რომელ ქალაქში გამოჩნდება პირველი წყალბადზე მომუშავე ავტობუსი

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით პროექტს, რომელიც საქართველოში განახლებადი ენერგიის მწარმოებელი სადგურის, ელექტროლიზის დანადგარისა და წყალბადზე მომუშავე 20 ავტობუსის შეძენას გულისხმობს, გერმანიის მთავრობა 23 მლნ ევროს გრანტით აფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ წყალბადის საწვავით ჩანაცვლების ტექნოლოგია, მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულია. თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის ინოვაციური იქნება.

შეგახსენებთ, რომ წყალბადი ელექტროლიზის საშუალებით მიიღება. მისი წარმოებისთვის განახლებადი ენერგია- წყალი, მზე და ქარი მოიაზრება