ბათუმში საზღვაო სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა – შავი ზღვისპირა ქალაქი სტუმრების მისაღებად მზად არის

ბათუმში, ახალი სეზონის დაწყება აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, სანაპირო ზოლზე გამოფენილი იყო წყალზე სამაშველო აღჭურვილობა, ავტოტექნიკა, მცურავი საშუალებები, ასევე საჰაერო და წყალქვეშა დრონები.

ბათუმში საზღვაო სეზონის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა – შავი ზღვისპირა ქალაქი სტუმრების მისაღებად მზად არის

ოფიციალური ცერემონიის დასასრულს, სტუმრებისთვის, განახლებული მცურავი საშუალებების, კერძოდ, სამაშველო სკუტერებისა და სწრაფმავალი კატარღების პრეზენტაცია გაიმართა.

მეხანძრე-მაშველები, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არიან აღჭურვილები, აჭარის რეგიონში, სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და გაუწევენ შესაბამის მონიტორინგს.

შეგახსენებთ, რომ აჭარასა და გურიაში სეზონის გახსნამდე რამდენჯერმე შემოწმდა ზღვის წყლის ხარისხი, ასევე მოწესრიგდა სანაპირო ზოლი.