100 დღე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის დასრულებამდე – ტელევიზიის ახალი შენობის გახსნა 28 აგვისტოს იგეგმება
საზოგადოებრივი მაუწყელის ახალი შენობის დასრულებამდე, ზუსტად 100 დღე რჩება, ტელევიზიის ინფორმაციით გახსნის დღედ 28 აგვისტო ჩაინიშნა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, ახალი შენობიდან მაუწყებლობის დაწყება ეტაპობრივად მოხდება. ახალი შენობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 80 მლნ ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის სექტემბერში, თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 65 100 000 ლარად გაიყიდა.