სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 163 ოჯახს, დევნილთა სააგენტო საცხოვრებელს შეუსყიდის
დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 163 ოჯახს სახლებს შეუსყიდის.
აღნიშნული გადაწყვეტილება, მას შემდეგ მიიღეს, რაც საცხოვრებლები გეოლოგიურად შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ ცხოვრება სახიფათოა.
“ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ.
შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.
2024 წელს, სააგენტომ, ჯამში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 500-ზე მეტი ოჯახისთვის სახლის შესყიდვაზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.” აღნიშნულია ინფორმაციაში.