დედაქალაქის სავიზიტო ბარათი 119 წლისაა-როგორ შეიქმნა უნიკალური კონსტრუქციისა და დიდი ისტორიის მატარებელი თბილისის ფუნიკულიორი
ზუსტად 119 წლის წინ 1905 წლის 27 იანვარს თბილისის ფუნიკულიორი გაიხსნა, იდეა უფრო ადრე 1900 წელს გაჩნდა, XIX საუკუნის ბოლოს იყო აზრი, რომ თბილისის ურბანული განვითარება მომხდარიყო მთაწმინდის პალტოზე, გეგმის მიხედვით სწორედ აქ უნდა განვითარებულიყო „ზედა თბილისი“. უმთავრესი პრობლემა „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ამ პრობლემის გადაჭრა კი ბელგიურმა კომპანიამ შეძლო. ხელშეკრულების თანახმად ბელგიურ კომპანიას 45 წლის მაძილზე ექნებოდა მფლობელობაში ხოლო შემდეგ გადასცემდა თბილისს.
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წელს დაიწყო. იმ დროინდელმა თბილისი მთავრობამ და ბელგიურმა კომპანიამ დადო ხელშეკრულება, რომ აშენდებოდა ფუნიკულიორი, თუმცა შემდეგ ცვლილებები შეიტანეს და თბილისს პროექტი 1905 წელს ჩაბარდა. მგზავრებს ასვლის ეშინოდათ და ბელგიური კომპანია ფულს აქეთ უხდიდა თბილისელებს, რომ ფუნიკულიორზე სამთო-საბაგირო გზით ემგზავრათ. თუმცა ადგილმა პოპულარობა მალევე მოიპოვა და ქალაქის სავიზიტო ბარათიც გახდა.
აღსანიშნავია მისი უნიკალურობა, ფუნიკულიორის სამთო-საბაგირო რკინიგზა, იგივე ტრამვაი, კულტურისა და დასვენების კომპლექსი მთაწმინდის პლატოზე, აკავშირებს ქალაქის ცენტრალურ უბანს მთაწმინდის პლატოსთან.
ფუნკულიორის ვაგონებით მგზავრობა ერთდროულად 60 ადამიანს შეუძლია. გზად თბილისის ულამაზესი ხედი იშლება. ფუნიკულიორს სულ სამი სადგური აქვს: ზედა, შუა და ქვედა სადგურები. შუა სადგურიდან გასვლით თქვენ შეძლებთ ეწვიოთ მამა დავითის ეკლესიას და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს, რომელიც მთაწმინდის განუყოფილი ნაწილია.
საბაგირო რკინიგზის გზის სიგრძე – 501 მეტრია. ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ, ქვედა სადგურისა 460 მ, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა – 267 მ.
შეგახსენებთ, რომ 90-იან წლებში პარკი განადგურებული იყო და ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით ჩპროექტი აღდგა და უფრო მიმზიდველი გახდა სტუმრებისთვის.