დღეს თბილისში ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ვიზიტორისთვის მოიძებნება კომფორტული სასტუმრო, რომელთა უმრავლესობა დედაქალაქის ცენტრში, ისტორიულ უბნებში, ქალაქის ღირსშესანიშნაობებთან ახლოს მდებარეობს.

ძველი სასტუმროების შენარჩუნება და აღდგენა თითქმის მთელ მსოფლიოში, აქტუალური თემაა. ჩვენთანაც ბუნებრივია, ძველ და ერთ დროს პრესტიჟულ სასტუმროებს, დიდი ხნის ისტორია გააჩნიათ. ამ ისტორიას ისინი ინახავენ და ერთ დროს თავისი სტუმრებით ამაყობენ, თუმცა წლებმა და ჩატარებულმა რეკონსტუქციებმა მათი იერსახე შელახა. ზოგიერთი მათგანი აღდგენილი ან ახალი ვიზუალით გვხვდება, ზოგი სულაც დანგრეულია და აღარც არსებობს. ისტორიის ქარტეხილებით, ზოგი მთლიანად განადგურდა, ზოგი კი სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებად გადაკეთებულმა დღემდე მოაღწიეს.

1950-იანი წლებისათვის თბილისში შენდება ახალი სასტუმროები: „საქართველო“, „ივერია“, „აჭარა“, „აფხაზეთი“. XX საუკუნის დასასრულსა და XXI საუკუნის დასწყისში საქართველოში დაიწყო უცხოური ბრენდის სასტუმროებმაც შემოსვლა, როგორიც იყო მაგალითად: ,,შერატონ მეტეხი პალასი“, „თბილისი მარიოტი“ და ა.შ. – ეს თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროების მხოლოდ ნაწილი გახლავთ. ზოგიერთი მათგანი ამ ეტაპზეც არსებობს – სხვადასხვა დანიშნულებით ან სულაც უფუნქციოდ.

როგორ იცვლებოდა სასტუმროების იერსახე დროთა განმავლობაში, რომელი შენობები დარჩა და რომელმა შეიცვალა ფუნქცია – წარმოდგენილ ფოტომასალაში რამდენიმე სასტუმროს მაგალითზე განვიხილავთ.

„ივერია“

საბჭოთა თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმრო „ივერია” იყო, რომელიც ამჟამად „რედისონ ბლუ ივერიის” სახელს ატარებს. სასტუმროს საძირკველი 1964 წლის 16 იანვარს ჩაეყარა და მშენებლობა 1967 წელს დასრულდა. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1965 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სასტუმროს ეწოდა „ივერია”. სასტუმრო შეიცავდა 289 ნომერს 540 ადგილით, სასტუმროს პროექტი „თბილქალაქპროექტში” დამუშავდა, ავტორი იყო არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი, თანაავტორი – ი. ცხომელიძე. პროექტის ავტორს, ოთარ კალანდარიშვილს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატობა მიენიჭა.

სასტუმროს შენობა უნიკალური იყო თავისი ინტერიერით: ცენტრალური ჰოლის შემინული კედლიდან იხსნებოდა ხედი შიდა ეზოსკენ, სადაც დეკორატიული აუზი, ვაზი და გოგონას თეთრი მარმარილოს შიშველი ფიგურა მოჩანდა – გაზაფხულის სიმბოლო. სასტუმროს ამშვენებდა ხალხურ თემაზე შექმნილი ფრესკა, რომელიც რესტორნის კედელზე ბელა ბერძენიშვილმა შეასრულა; გარდა ამისა, იყო ორმოცი მონუმენტური, ფოლკლორული მოტივებით დატვირთული ჭედური ფურცლები, ვახტანგ ქოქიაშვილის ვიტრაჟები ქართული ხალიჩების მსგავსი მოხატურლობით, კერამიკული პანო ჭურჭლის გამოსახულებით და გულდა კალაძის ბარელიეფი.

საბჭოთა კავშირის დანგრევისა და აფხაზეთში მომხდარი საომარი კონფლიქტის შემდეგ სასტუმროს მძიმე პერიოდი დაუდგა – შენობაში დევნილები შესახლდნენ და 10-წელზე მეტი ხნის განმავლობაში „ივერია” თავისი წარსულის აჩრდილს დაემსგავსა. 2000-იანი წლების დასაწყისში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, თბილისის მთავრობამ დევნილების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და, განახლებული იერითა და სახელით, ამჟამად თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროა.

თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები

„აჭარა”

1950-იანი წლების ბოლოს, ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით დაიწყო თბილისის ხუროთმოძღვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეების შეტანა: განაშენიანება ტიპობრივი პროექტებით, ინდუსტრიული მეთოდებით, ასაწყობი კონსტრუქციებით მიმდინარეობდა. იმ პერიოდში აშენდა საბჭოთა წყობილების ყველაზე ცნობილი მონუმენტური ნაგებობები, მათ შორის, სასტუმრო „აჭარა“. 1976 წელს აშენებული ყოფილი სასტუმრო არქიტექტორ მ. მელიას პროექტით აიგო.

2010 წელს კომპანიამ სტუმარმასპინძლობის ადგილობრივ ბაზარზე Holiday Inn-ის ფრანშიზას წარდგენით შემოაბიჯა, დროთა განმავლობაში კი ამ საერთაშორისო ბრენდის დიზაინერული და კონცეპტუალური საზღვრები წარმატებით გააფართოვა. ის ახალი, თანამედროვე დაწესებულება გახდა, თუმცა შენობის თავდაპირველი სტრუქტურა ფაქტობრივად უცვლელად შენარჩუნდა.

განიერი შუშის ფანჯრებით და ხის კიბეებით გაფორმებული სასტუმროს საჯარო სივრცეები ადგილობრივი და საერთაშორისო სტუმრებისთვის საკვანძო ადგილებად იქცნენ. სასტუმრო International Hotel Group-ის (IHG) სტანდარტებს ქართულ სტუმარმასპინძლობასთან აერთიანებს. სტუმრების უმაღლესი შეფასებები მუდმივად ახვედრებს Holiday Inn Tbilisi-ს ევროპის Holiday Inn სასტუმროების საუკეთესო ხუთეულში.

თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები

„აფხაზეთი“

ერთ დროს, ვაჟა-ფშაველას 25 ნომერში, სასტუმრო „აფხაზეთი” მდებარეობდა, სადაც ცხინვალის 90-იანი წლების კონფლიქტის შედეგად, დევნილები ცხოვრობდნენ. მათმა თვითნებურმა მიშენება-მოშენებამ ისედაც შელახულ შენობას, კიდევ უფრო შეუცვალა იერსახე.

დევნილებს ალტერნატივად სთავაზობდნენ 10 000 დოლარის ეკვივალენტს ლარში ან საცხოვრებელ ფართს ქალაქ რუსთავში, შენობაში, რომელიც ჯერ არ იყო მაშინ დასრულებული. სასტუმრო „აფხაზეთის“ შენობის დაცლის ვადაც 2011 წლის 15 აგვისტოს დილის 07:00 საათამდე იყო. ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ შენობასთან პოლიციის მობილიზება მოხდა. საბოლოოდ, დევნილებმა შენობა დაცალეს.

ქალაქის ცენტრსა და იერსახეს ნამდვილად არ უხდებოდა მსგავსი შენობა. გარდა იერსახისა, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ, გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა: – „დასრულდა 20 წლიანი ტანჯვა იმ ადამიანებისა, ვინც ამ ჯოჯოხეთურ და ანტისანიტარიულ პირობებში ცხოვრობდა – სასტუმრო “აფხაზეთში“. სამინისტრომ აუსრულა მათ წინასაარჩევნო დაპირება და სამინისტროს შუამდგომლობითა და ფასილიტაციით შენობის მეპატრონემ ამ ადამიანების ნაწილს გადაუხადა 10 000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარებში), მეორე ნაწილს კი, ვისაც სურვილი ჰქონდა, შესთავაზა ბინა რუსთავში.”

დღეს ყოფილი სასტუმროს შენობა სრულად დანგრეულია. „აფხაზეთის” ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსი „საკენი” შენდება. ვაჟა-ფშაველას 25 ნომერში,133 მეტრი სიმაღლის, 37-სართულიანი შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.

თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები

„საქართველო“

ყოფილი სასტუმროს „საქართველო”-ს შენობა 1958 წელს აშენდა. წლების განმავლობაში არსებულ შენობაში დევნილები იყვნენ დაბინავებულნი. შენობა რამდენჯერმე გაიყიდა. ასევე ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ შენობას დემონტაჟს ან რეკონსტრუქციას უპირებდნენ, თუმცა დღეს მისი ბედი გაურკვეველია, შენობის იერსახე კი ამ დრომდე შენარჩუნებულია. ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ 2020 წლის მარტიდან სასტუმრომ პანდემიის გამო საქმიანობა შეწყვიტა.

თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები

„თბილისი მარიოტი“

ყოფილი „მაჟესტიკი“ – რუსთაველის გამზირზე, N13-ში მდებარე სომეხი ვაჭრისა და მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით აშენებული სასტუმრო იყო. მშენებლობა 1911 წელს დაიწყო, თბილისში მოღვაწე რუსი არქიტექტორის ალექსანდრ ოზეროვის პროექტით. 1915 წელს კი შენობის საბოლოო ვარიანტი, თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა შექმნა. სწორედ ტერ-მიქელოვისეულია ნაგებობის „შეზნექილი“ ფასადი და გიორგი ჭანტურიას ქუჩის კუთხისკენ მიმართული სიმრგვალე, რომელიც დღესაც განსაზღვრავს რუსთაველის გამზირის ამ მონაკვეთის პლასტიკურ ხასიათს.

5-სართულიანი ნაგებობის ფასადთა მორთულობის საფუძველს რენესანსულ-ბაროკული ფორმები წარმოადგენს. გამზირისპირა ფასადის განაპირა ნაწილში მსხვილი კოლონებით აქცენტირებული მთავარი შესასვლელია მოთავსებული. შენობას ასრულებს მეოთხე სართულის მძლავრი ანტაბლემენტი და ატიკის სართული, რომელსაც ნაძერწრიკულებიანი პარაპეტი აგვირგვინებს.

შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა 1991-92 წლების ომის დროს. ომის დროსვე განადგურდა მისი არქივი. 2002 წელს მოხდა შენობის რესტავრაცია. მასში განთავსდა Marriott-ის ქსელის სასტუმრო „თბილისი მარიოტი“.

თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები
თბილისში ოდესღაც არსებული „სავიზიტო ბარათად“ წოდებული სასტუმროები

„შერატონ მეტეხი პალასი“

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში 1991 წელს გაიხსნა და ის იყო პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო საქართველოში. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი” 2016 წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის – „Marriott International“-ის წევრი გახდა. 2019 წელს სასტუმრომ რენოვაცია განიცადა. სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა არსებული სასტუმროს შენობას, ასევე აშენდა ახალი სააქტო დარბაზი, სამორინე და 2-დონიანი მიწისქვეშა ავტოფარეხი.

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 220-ნომრიანია. თითოეული ოთახის ინტერიერი ქართველი ფოტოგრაფების ექსკლუზიური ნამუშევრებით გაფორმებულია, რომლებზეც აღბეჭდილია საქართველოს სხვადასხვა კუთხე.

სასტუმროს აქვს სრულად აღჭურვილი 2,000 კვ.მ სივრცე მრავალმხრივი შეკრებებისთვის, მათ შორის – 12 ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის და ქალაქში ყველაზე დიდი – 1000 კვ.მ. ფართობის დარბაზი საერთაშორისო კონფერენციებისთვის, გამოფენებისთვის და ა.შ.

სასტუმროში ფუნქციონირებს სპა და ფიტნეს-ცენტრები. ასევე მოქმედებს ხუთი ბარი, რესტორანი და ღია აუზი. „Sheraton Hotels & Resorts“-ი „Marriott“-ის საერთაშორისო ქსელის წევრია, სადაც შედის მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის 450-მდე სასტუმრო.