რა გახდა სავარაუდო მიზეზი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების

მედიაში გავრცელებულ ერთ-ერთ ვერსიად გამოძიების დასრულებამდე, წიწამურთან ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის დაზიანების გამომწვევ ფაქტორად, ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების გადაყრა სახელდება.

რა გახდა სავარაუდო მიზეზი წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების

თუმცა აღნიშნულს ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ შესაბამისი უწყებები, ჟურნალისტებთან GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ განაცხადა, რომ მაგისტრალურ წყალსადენზე დამატებით შეფერხებებს არ ელის და პროცესი დაგეგმილ ვადაში, 6 დღეში დასრულდება.

მისი თქმით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან 24 საათიან უწყეტ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს

გიგა ნადირაძემ ჟურნალისტებთან დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა და თქვა, რომ დაზიანებული მონაკვეთის ჩანაცვლებამდე მოხდება სკანირების გაკეთება და მილსადენის დეტალური დათვალიერება. მისივე თქმით, გამოძიების დასრულებამდე შეუძლებელია ვთქვათ, შეგვეძლო თუ არა მსგავსი ფაქტის პროგნოზირება. წყალმომარაგება კი სამშაბათიდან – 25 ივნისიდან აღდგება.