თბილისში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის “თბილისი მოლის” რემონტი იწყება
გორც რავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია იუწყება, რენოვაცია ღამის საათებში განხორციელდება. პროექტის სრულ მენეჯმენტს კომპანია LSG Solutions-ი უხელმძღვანელებს, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "მეტტა" აწარმოებს.
პროექტის ფარგლებში, განახლდება სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცეები, რაც ჯამში ოთხ სართულს მოიცავს, გაუმჯობესდება განათების სისტემა და ინტერიერი.
ოთხ სართულზე განლაგებული “თბილისი მოლი” 250-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს და 15 000მ²-ზე განთავსებულ ჰიპერმარკეტს მოიცავს. სავაჭრო ცენტრის ზედა სართულებზე მრავალდარბაზიანი კინოთეატრი და კვების ობიექტები ფუნქციონირებს, ხოლო მიწისქვეშ, ოთხ სართულზე, 2 000 ადგილიანი უფასო ავტოსადგომია განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ “თბილისი მოლი” სამხრეთ კავკასიის რეგიონში, პირველ უმსხვილეს საერთაშორისო სტანდარტების კომპლექსად ითვლება.