აჭარაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი “გრანდ მოლი” გაიხსნა

"გრანდ მოლი"-ის გახსნის ცერემონია დახურული იყო. წვეულება მშენებლობაში ჩართული კომპანიებისა და მფრობელებისთვის გაიმართა. ახალი სავაჭრო ცენტრი სტუმრების მიღებას ოფიციალურად 6 ოქტომბირიდან შეძლებს.

აჭარაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი “გრანდ მოლი” გაიხსნა

“გრანდ მოლში” Cavea უკვე მზადაა მაყურებლების მისაღებად. სავაჭრო ცენტრში 100-მდე ბრენდი იქნება წარმოდგენილი. მათგან ზოგიერთი (როგორიცაა ZARA) მოგვიანებით გაიხსნება. თუ რომელ კომპანიებსა და ბრენდებს იხილავთ “გრანდ მოლში” შეგიძლიათ ნახოთ მათივე საიტზე.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრის ღირებულება 20 მლნ ევროა. სავაჭრო ცენტრი კი 750 ადამიანს დაასაქმებს. საინტერესოა, რომ შენობა ენერგო ეფექტურია და 35% ენერგიას გამოიმუშავებს.