ეს არის 21-ე საუკუნის გზა? რას წერენ თბილისელები დიღომიდან
"ესეც ქალაქის შუაგული..აღმაშენებლის ხეივანი..ტურბაზა დიღომი..ისევ სავალი ბილიკის მოლოდინში..2024 წელია უკვე"-წერს ლიკა ბარამიძე სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში "ქალაქის პრობლემები" და ფოტოებს აქვეყნებს.



დიღომში აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლები, გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანებიან და დედაქალაქის მერიას დახმარებას სთხოვენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსად თბილისში არა ერთი ქუჩაა. ამის მაგალითად ავჭალაში არსებული ტაძრისა და მონასტრის ქუჩებია, რომელებიც სავალალო მდგომარეობაშია, მაცხოვრებლებს გადაადგილება უჭირთ რადგან გზებზე გაჩენილ ჭებში მანქანების საბურავები ყოველ ჯერზე ზიანდება. ადგილობრივები გზის მოწესრიგებას წლებია ითხოვენ. რამდენჯერმე საპროტესტო აქციაც კი გაიმართა.