საცობში გაჭედილი თბილისელები – მოგვარებადია თუ არა პრობლემა?
თბილისის თითქმის ყველა უბანსა თუ ქუჩაზე, დილით საცობი ერთსა და იმავე დროს იწყება და ფაქტობრივად, მთელი დღე პიკის საათამდე გრძელდება. ამ ფაქტით შეწუხებული თბილისელები, მუდამ დედაქალაქის მერიას ალტარნეტიულ გზას სთხოვენ, რათა ქალაქის განტვიტთვა მოხდეს.
თუ როგორ უნდა მოხდეს დედაქალაქის განტვირთვა? კითხვა, რომელიც დიდი ხანია თბილისელებს აწუხებთ. კახა კალაძემ კითხვის პასუხად, ქალაქში არსებული ვიწრო ქუჩები დაასახელა ” ბევრი ადამიანი საუბრობს იმაზე, რომ ქალაქში არის საცობები და წლიდან წლამდე ეს პრობლემა კიდევ უფრო იზრდება და კიდევ უფრო პრობლემური ხდება კერძო ავტომობილებით გადაადგილება. ნუ, თბილისი რაც არის, ყველამ ვიცით, თავისი ქუჩებით და უბნებით, ამ ქალაქს ვერ გაბერავ, შეუძლებელია იმ ქუჩების გაფართოება, სადაც კონკრეტულად პრობლემებია და გარკვეული დისკომფორტია. ამ ქუჩების გადიდებით პრობლემას ვერ მოაგვარებ, ეს კიდევ უფრო დიდ დისკომფორტში შესვლა იქნება. ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ? მომდევნო წლების განმავლობაში ეს იქნება კიდევ უფრო დიდი პრობლემა. ვთქვათ, დღეს ერთი კონკრეტული ქუჩა გააფართოვე და დღეს არსებული ავტომობილების ნაკადი გადაადგილდება კონკრეტულად. ხვალ-ზეგ, როდესაც კიდევ გაიზრდება ავტომობილების რაოდენობა, მერე რას ვშვრებით? მერე რა უნდა გავაკეთოთ, ამაზე თუ უფიქრია ვინმეს? ამიტომ, ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, კომფორტულობა, ხელმისაწვდომობა, ამას არ აქვს ალტერნატივა, თუმცა თუ არსებობს ადამიანები, ვისაც შეიძლება ჰქონდეთ ისეთი გეგმა, რომ მთლიანად შეიძლება მოიხსნას ეს პრობლემა, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მეც და ჩემი თანამშრომლებიც.” განაცხადა დედაქალაქის მერმა
საგულისხმოა, რომ თბილისში მაქანების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.