საცობით სავსე ქალაქი-ამ სათაურით “ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს

თუკი ე.წ. პიკის საათი იყო თბილისის გზებზე პრობლემა, ახლა დღის თითქმის ყველა მონაკვეთში, ქუშებზე საცობებია.

სამოქალაქო აქტივობა “ჩემი ქალაქი მკლავს”, სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, სადაც წითელი ხაზებით დედაქალაქის ქუჩებზე არსებული საცობებია აღნიშნული.

ფოტო მასალით ირკვევა რომ ,ამ დროისთვის თბილისის ყველა მთავარ ქუჩასა და გამზირზე სამანქანი გზებზე, საცობებია. არსებულ პრობლემაზე დიდი ხანია, ჩივიან დედაქალაქელები, თუმცა მოგვარების გზები ამ დრომდე არ ჩანს მეტიც კიდევ უფრო იტვირთება თბილისის ქუჩები.

აღსანიშნავია, რომ პრობლემაზე კომენტარი დედაქალაქის მერმა გააკეთა მისი თქმით, თბილისში ვიწრო ქუჩებია და “შესაბამისად, ქალაქს ვერ გავბერავთ, ვერ გავზრდით”- განაცხადა კალაძემ.