საცობი დედაქალაქში და საგრძნობლად დაბინძურებული ჰაერი-რას წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელში
წელიწადის ყველაზე აქტიური პერიოდის დასაწყისი უკვე დაეტყო დედაქალაქს, დღის ყველა მონაკვეთზე, სამანქანო გზები ავტომობილებით გადაჭედილია.
“თბილისში მალე სუნთქვა შეუძლებელი გახდება”-სოციალურ ქსელში მოსახლეობა, გამონაბოლქვზე ჩივის და სხვადასხვა უწყებების, საჯარო გვერზებზე კომენტარების სახით, შესაბამის სამსახურებს დახმარებას სთხოვენ.
სექტემბერი ყველაზე აქტიური პერიოდია, ამ დროს განსაკუთრებით იგრძნობა ჰაერის დაბინძურება, ვინაიდან ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდან გასულია, შესაბამისად ჰაერზე აისახება ავტომობილების გამონაბოლქვის შემცირება.
ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც თითქმის ყველა სახელმწიფო უწყების გვერდზე სოციალურ ქსელში საჯარო კომენტარებს წერს, ჩვენც შეგვეხმიანა და გვთხოვა საკითხი პრობლემა გაგვეშუქებინა, ვინაიდან მეტი ადამიანების ყურადღება მიექცია აღნიშნულ საკითხს.
ჩვენი მკითხველი ნანა იზორია გვწერს, რომ თბილისის ცენტრალურ უბანში, გზის მხარეს პირველ სართულზე ცხოვრობს და ფაქტობრივად ფანჯრებს ვერ აღებს ვინაიდან, ასეთ დროს სუნთქვა შეუძლებელი ხდება, მისი განმარტებით, არაერთ უწყებას მიმართა თუმცა პასუხი არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დგზებზე ავტომობილის გამონაბოლქვის შესამოწმებლად საცდელად რამდენიმე ჯგუფი მუშაობს ოთხ ქალაქში, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, დაიწერა ჯარიმები და კონტროლი გრძელდება, თუმცა აღმოფხვრის თუ არა დიდ პრობლემას ეს პროექტი, ჯერ ძნელი სათქმელია.