საცხოვრებელი სხვენში, ლოფტის სტილის ინტერიერი და ღია ფერებით გაცოცხლებული შიდა სივრცე
ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს სხვენის იდეალურ გარდასახვად-ასე წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები პატარა საცხოვრებელზე, რომელიც თბილისში, ვერაზე ძველი შენობის სხვენში მდებარებს.
ხშირად მყიდველები, სხვენის ტიპის საცხოვრებლის შეძენას ერიდებიან, რადგან უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული, თუმცა თბილისისთვის არსებულ შენობაზე დაშენება/მიშენება, უცხო არაა. კონკრეტული საცხოვრებელი, რომელიც ძველი შენობის თავზეა დაშენებული $2300-ად ქირავდება. ერთ საძინებლიან, სტუდიოს ტიპის სახლს ერთი სველი წერტილი აქვს. მისი ინტერიერი, თანამედროვე და საინტერესოა, მინიმალური ავეჯითა და სამი ფერით შექმნილი შიდა სივრე მას კიდევ უფრო ეფექტურს ჰქმნის. ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ჭერის დიზაინია, სწორედ ჭერში ჩასმულ ფანჯრებს საცხოვრებელში მეტი სინათლე შემოაქვს.
სახლის ინტერიერის შესახებ ფოტო მასალა homies.ge-ს ეკუთვნის.