საცხოვრებელი კორპუსი ბათუმში, რომლის მდგრადობა ეჭვ ქვეშაა-რაზე გასცა მერიამ ნებართვა და რატომ უპირისპირდებიან მეზობლები ერთმანეთს

ამბავი, რომელიც ბათუმში აბუსერიძის #38-ში ხდება შესაძლოა დიდ პრობლემად გადაიქცეს კორპუსის მაცხოვრებლებისთვის. მსგავსი შემთხვევა ბათუმს სამწუხაროდ ახლო მომავალში ახსოვს, როცა საცხოვრებელი კორპუსის სარდაფის გაფართოება უბედური შემთხვევით დასრულდა.

საცხოვრებელი კორპუსი ბათუმში, რომლის მდგრადობა ეჭვ ქვეშაა-რაზე გასცა მერიამ ნებართვა და რატომ უპირისპირდებიან მეზობლები ერთმანეთს

ინფორმაციას საზოგადოებას ადგილობრივი გამოცება “ბათუმელები” აწვდის.

“აბუსერიძის #38-ში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსის მდგრადობას ეჭვქვეშ აყენებს და მეზობელს უჩივის. აქ ამბობენ, რომ მეზობელმა სახლის სარდაფები შეისყიდა და რესტორნის მოსაწყობად რეკონსტრუქციის სამუშაოებს აწარმოებს: რამდენიმე ადგილზე გამოჭრა ფასადის კედელი და ღიობი მოაწყო. ისინი ასევე ეჭვობენ, რომ ამ სამუშაოების დროს საყრდენი კედელი დააზიანეს. მეზობელი, ავთანდილ ბოლქვაძე, ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ყველაფერს მერიასთან შეთანხმებული დოკუმენტების შესაბამისად აკეთებს და უკანონო სამშენებლო სამუშაოების წარმოებაში თავადაც ადანაშაულებს მეზობლებს. კვების ობიექტი კი, რომელსაც სარდაფში აწყობენ, არა თავად ავთანდილ ბოლქვაძეს, არამედ მის მეუღლეს, გულიკო აბულაძეს ეკუთვნის. ის მცირე მეწარმეა. ამ მისამართზე რესტორანი და თონე გასულ წლებშიც ფუნქციონირებდა, თუმცა ახლა მესაკუთრემ გაფართოების სამუშაოები დაიწყო. საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიციამ კვების ობიექტი დალუქა.”- წერს გამოცემა

თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა, როგორც აღმოჩნდა ობიექტზე მუშაობა გვიან ღამით მაინც მიმდინარეობს. მეზობლები ამბობენ, რომ ამის დამადასტურებელი ფოტო-მასალაც აქვთ. საგულისხმოა ერთი ფაქტი, მეზობლების განმარტებით მერიისგან გაცემულ დოკუმენტზე, რომელიც სამუშაოების წარმოებისთვის ნებართვაა, გარდაცვლილი მეზობლების ხელმოწერაა.

რაც შეეხება უწყებას, ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, „სამშენებლო დავებთან დაკავშირებით საქმის წარმოებას განაგრძობს”.