საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე კიდევ ერთი მრავალბილიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა სრულდება-პროექტი გრინჰილ რეზიდენსს“ ეკუთვნის
საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩის #24-ში, საცხოვრებელი კომპლექსის - „გრინჰილ რეზიდენსის“ ბოლო ფაზა შენდება.
„გრინჰილ რეზიდენსი” 33 500 კვ.მ. ფართობზეა განლაგებული და საცხოვრებელ კორპუსებთან ერთად, კომერციულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, საბავშვო და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს.
კომპლექსის სრულყოფილი ინფრასტრუქტურა აერთიანებს 5000 კვ.მ გამწვანებულ, შიდა, დაცულ ეზოს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, სკვერს, 25 მეტრიან საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს, სპას, პარკირების 400-მდე უფასო ადგილს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პროექტის უპირატესობებია: ხედი მდინარე ვერესა და წყნეთზე; ვერეს ხეობის დახმარებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემო; მეტროსადგური 500 მეტრში; 100 მეტრში კი – ჰიპერმარკეტი.