თბილისში ცათამბჯენების ეპოქა იწყება?-საბურთალოზე კიდევ ერთი მრავალსართულიანი კომპლესი აშენდება

თბილისში ქავთარაძეზე 25 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. "მეტროპოლ ქავთარაძე" ასეთია მრავალფუნქციური საცხოვრებლის სახელწოდება, რომელიც 16 490 მ2 ფართობზე აშენდება. დეველოპერი გვარწმუნებს, რომ კონკრეტული საცხოვრებელი სხვებისგან გამწვანებით გამოირჩევა, რომელიც ერთ ჰექტარს მოიცავს.

თბილისში ცათამბჯენების ეპოქა იწყება?-საბურთალოზე კიდევ ერთი მრავალსართულიანი კომპლესი აშენდება

“მეტროპოლ ქავთარაძე” ორ მრავალსართულიან კორპუსს გააერთიანებს, სადაც 534 აპარტამენტი განთავსდება, საცხოვრებლის მინიმალური კვადრატულობა 51 მ2-დან იწყება და მაქსიმარული ფართი 187 მ2-ი იქნება. ტერიტორია 334 საპარგინგე ადგილს დაიტევს.

კომპანიაში ამბობენ, რომ მშენებლობაზე თერმომარეგულირებელი ეკოლოგიურად სუფთა მასალები იქნება გამოყენებული.

უნდა ითქვას, რომ თებერვლის თვეში დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე მრავალსართულიანი შენობის აშენება დაანონსდა, რამდენად სწორია და გამოკვლეული სეისმოლოგების მიერ ეს კიდევ სხვა საკითხია, თუმცა მშენებელი კომპანიების მთავარ მიზანს რაც შეიძლება მეტი გაყიდვები წარმოადგენს, ამიტომ ყოველი მშენებოლობის დროს თბილისში დიდი თანხები არა კვლევებში არამედ მარკეტინგში იხარჯება.