თბილისში, ხუდადოვის ტყესთან საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

დედაქალაქში კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც თბილისის ფილტვებად წოდებულ ხუდადოვის რეკრეაციულ ზონასთან განთავსდება.

თბილისში, ხუდადოვის ტყესთან საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება
თბილისში, ხუდადოვის ტყესთან საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება
თბილისში, ხუდადოვის ტყესთან საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

ახალ პროექტს, კომპანია “დევარტ გრინ გარდენსი“ ახორციელებს. საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს: საცხოვრებელ ბლოკებს, საკუთარ შიდა 8 000 კვ.მ ფართობის ეზოს, კვების ობიექტებს, საგანმანათლებლო-გამაჯანსაღებელ სივრცეებსა და სავაჭრო ობიექტებს.

აღსანიშნავია, რომ კომპლექსის პირველი ბლოკის მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დასრულდება, საცხოვრებელი კომპლექსი სრულად კი 2025 წლის დეკემბერში ჩაბარდება.